სხვა

1:29 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრაგ ანდერსენმა ტურზე კიდევ ერთი ეტაპი მოიგო

ტურ დე ფრანსი დასასრულს უახლოვდება, დარჩა ორი ეტაპი, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ ლიდერთა განლაგებაში ცვლილების შეტანა. დღევანდელ ეტაპზე კი ასპარეზი სპრინტერებს დაეთმოთ, რომელთა შორისაც, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა „ტიმ სანვების“ დანიელმა სორენ კრაგ ანდერსენმა, რომელმაც მიმდინარე ველომარათონზე უკვე მეორე ეტაპი მოიგო.

გამარჯვებულმა ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე წამოიწყო გადამწყვეტი შეტევა და ფინიშს ეულად მიღწია. მას 53 წამით ჩამორჩა სლოვენიელი ლუკა მეზგეცი (მიჩელტონ-სკოტი), რომელმაც მეორე ადგილისთვის გამართულ სპურტში, ბელგიელთა ტრიოს აჯობა. რბოლისას დაწინაურებულ 12 ველომრბოლს შორის იყო ირლანდიელი სემ ბენეტი (დესონინკ-ქვიკსტეპი), რომელმაც პრაქტიკულად გაინაღდა საუკეთესო სპრინტერის მწვანე მაისური.

ბოლოსწინა ეტაპის დროზე რბოლის წინ, თავი არ შეუწუხებიათ რბოლი ლიდერ პრიმოჟ როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა) და მის კონკურენტებს, რომლებმაც 166-კილომეტრიანი რბოლა, გამარჯვებულისგან 8-წუთიანი ჩამორჩენით დაასრულეს.

სხვატა შორის, ეტაპის დაწყებამდ, მცირე სკანდალი მოაწყო „ჯუმბო-ვისმას“ სპორტულმა დირექტორმა მერჯინ ზეემანმა, რომელმაც ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის (UCI) ოფიცალური პირი, როგლიჩის ველოსიპედის დაზიანებაში დაადანაშაულა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ტექნიკური კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, როგლიჩის ველოსიპედს მქნევარა მოხსნა და დააზიანა. გუნდს პედლის დეტალის გამოცვლამ მოუწია.

UCI-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ზეემანი ოფიციალურ პირს ანგარიშსწორებით დაემუქრა , რის გამოც, ის რბოლიდან მოიხსნა და 2 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149824