ფეხბურთი

23:37 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაოკ-ში ნიკა ნინუას ოფიციალური დებიუტი შედგა

სალონიკის პაოკ-ში ნიკა ნინუას დებიუტი შედგა. საბერძნეთის სუპერლიგის მეორე ტურში აბელ ფერეირას გუნდმა „ატრომიტოსი“ მიიღო და ორი ქულა დაკარგა (1:1).

ნინუა მოედანზე 81-ე წუთზე ანდერსონ ესიტის ნაცვლად გამოჩნდა და ეს მისი პირველი ოფიციალური თამაში იყო ბერძნულ კლუბში. მანამდე, არაოფიციალური დებიუტი ათენის „პანათინაიკოსთან“ ჰქონდა.

პაოკ-ი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 22 სექტემბერს, სტუმრად „კრასნოდართან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137536