ფეხბურთი

21:25 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე სწორ გზაზე იყო და სამწუხაროა, რომ ასეთი მენტალური დარტყმა მიიღო"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა „მუსკრონთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა და დაადასტურა, რომ ქართველს რამდენიმე კვირა გაუცდება.

დღესვე, ბელგიურმა პრესამ გაავრცელა ცნობა, რომ გიორგის 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს და ეს ინფორმაცია არც დე დეკერმა უარყო.

„ახლა სამწუხარო ის არის, რომ გიორგი რამდენიმე კვირით დაგვაკლდება. ის აჩვენებდა თავისი კლასის აფეთქებას და ისევ დავინახეთ მისი ტიპიური აჩქარება. ის სწორ გზაზე იყო და სამწუხაროა, რომ ახლა ისევ მიიღო ასეთი მენტალური დარტყმა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გამოჯანმრთელდება, საუკეთესო დონეზე დაბრუნდება“, - ციტირებს დე დეკერის სიტყვებს "გენტის" ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ტრავმა ვენის „რაპიდთან“ დაპირისპირებაში მიიღო და ამის გამო „გენტს“ კიევის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112938