ფეხბურთი

20:54 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინში" სრული დატვირთვით ივარჯიშა

ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა. როგორც მოსალოდნელი იყო, 5 დღის წინ მოსკოვის „დინამოსთან“ მიღებული ტრავმა, კერძოდ, ტვინის შერყევა და ცხვირის დაზიანება, სერიოზული არ გამოდგა.

დღეს 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და რაც ნიშანდობლივია, დამცავი ნიღბის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მას ცხვირზე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს.

შეგახსენებთ, „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის მორიგ, მე-8 ტურში 20 სექტემბერს, მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლებს.

0.117073