ფეხბურთი

19:59 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნუ ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გამოკითხვის შედეგად, ფერნანდეშმა ხმების 35.5 პროცენტი მიიღო, მეორეადგილზე გასულმა ანტონი მარსიალმა კი - 34 პროცენტი, ხოლო მარკუს რეშფორდმა - 10.4 პროცენტი. გულშემატკივრები საუკეთესო ფეხბურთელს ხმას "მანჩესტერ იუნაიტედის" აპლიკაციიდან აძლევდნენ.

ფერნანდეში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ნახევარ სეზონში მოახერხა კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო. ბრუნუ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2020 წლის იანვრის ბოლოს ლისაბონის "სპორტინგიდან" დაიმატა და ნახევარ სეზონში ფერნანდეშმა 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.127049