სხვა

16:54 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვირუსმა ლიგის ერთი მატჩი ჩაშალა...
...მეორეს 4000 ქომაგი დაესწრო

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა კაცებმაც დაიწყეს. პირველი ტურის 8 მატჩიდან გაიმართა 7, ხოლო უნგრეთის სეგედისა და პარი სენ ჟერმენის თამაში გადაიდო იმის გამო, რომ სეგედის მოთამაშეს კოვიდ-ვირუსი დაუდასტურდა.

პირველივე ტურში დამარცხდა ლიგის ბოლო, 2019 წლის ჩემპიონი, სკოპიეს ვარდარი, ვინც ბელარუსში 22-24 წააგო მეშკოვ-ბრესტთან. A ჯგუფში გერმანიის ფლენზბურგმა 31-30 მოუგო პოლონეთის კელცეს, ხოლო პორტუგალიის პორტუ შინ 28-30 დამარცხდა ნორვეგიის ელვერუმთან.

B ჯგუფში გერმანიის კილმა სტუმრად 31-21 მოიგო ზაგრებში, კლუბის ახალმა გამთამაშებელმა, სანდერ საგოსენმა კი 7 გოლი გაიტანა. საგოსენის, ნორვეგიის ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის ვარსკვლავის ყველაზე სახელოვან გერმანულ კლუბში გადასვლა ახალი სეზონის მთავარი სატრანსფერო სიახლეა.

დანიის ოლბორგმა სტუმრად დაამარცხა სლოვენიის ცელიე 31-29, ბარსელონამ 30-25 მოიგო ზაპოროჟიეში, ხოლო უნგრულმა ვესპრემმა საფრანგეთსში აჯობა ნანტს - 28-24. ამ თამაშს, სხვათა შორის, 4000 მაყურებელი დაესწრო. 1800 ქომაგი დაუშვეს ზაპოროჟიეში, 1300 - ბრესტში, 50 - ზაგრებში, 20 - პორტუში, ხოლო ფლენზბურგისა და ცელიეს მატჩები უმაყურებლოდ გაიმართა.

კაცთა ლიგის მატჩები ახალი სეზონიდან შუა კვირაში, ოთხშაბათ-ხუთშაბათს გაიმართება. მომდევნო ტური 23-24 სექტემბერსაა, ჯგუფური ეტაპი თებერვალში დასრულდება, ხოლო იქამდე, 28-29 დეკემბერს კიოლნში მოეწყობა წინა, 2019-20 სეზონის ფინალური ოთხეულის ტურნირი კილის, ბარსელონას, პარი სენ ჟერმენისა და ვესპრემის მონაწილეობით.

EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპის 1 ტური, 16-17 სექტემბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები - მერვედფინალში

A ჯგუფი. მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) - ვარდარი (მკდ) 24-22

პანიჩი 6, ვაილუპაუ 6 - ვუინი 6, დისინგერი 4

ფლენზბურგი (გერ) - კელცე (პოლ) 31-30

როდი 6, გოტფრიდსონი 5, ვანე 5 - კარალეკი 7, კულეში 6, ვოლფი 12 სეივი

პორტუ (პორ) - ელვერუმი (ნორ) 28-30

არეია 5 - ბლონცი 10, მათე 5, ფრისი 14 მოგერიება

სეგედი (უნგ) - პსჟ (საფ) გადაიდო

2 ტური. 23 სექ: კელცე - სეგედი, პსჟ - ფლენზბურგი, პორტუ - ბრესტი, 24 სექ: ვარდარი - ელვერუმი

B ჯგუფი. ცელიე (სლნ) - ოლბორგი (დან) 29-31

კლიუნი 6, სარაცი 5 - იენსენი 5, სამუელსონი 5

ნანტი (საფ) - ვესპრემი (უნგ) 24-28

ლაზაროვი 5, ფიგერასი 5 - ნილსონი 5, მანასკოვი 5, კორალესი 17 სეივი

ზაგრები (ხორ) - კილი (გერ) 21-31

ვისტოროპი 6 - საგოსენი 7, ეკბერგი 6, რაინკინდი 5, კენშტედტი 11 სეივი

მოტორ ზაპოროჟია (უკრ) - ბარსა (ესპ) 25-30

მალაშინსკასი 7 - გომესი 10, ცინდრიჩი 5, პერესი 12 სეივი

2 ტური. 23 სექ: ოლბორგი - მოტორი, 24 სექ: კილი - ნანტი, ვესპრემი - ზაგრები, ბარსა - ცელიე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.64793