ფეხბურთი

14:44 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" იგუაინს კონტრაქტი გაუწყვიტა

„იუვენტუსი“ გონსალო იგუაინმა დატოვა. ტურინელთა ვებგვერდის ცნობით, 2021 წლის ზაფხულამდე ძალაში მყოფი კონტრაქტი მხარეების შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ამრიგად, არგენტინელი თავისუფალი აგენტი გახდა.

იგუაინი კარიერას ამერიკაში, კერძოდ დევიდ ბექჰემის მფლობელობაში მყოფ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს.

„პიპიტა“ „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 149 მატჩში 66 გოლი გაიტანა. სამხრეთ ამერიკელი ტურინულ გრანდს 2018-2019 წლების სეზონში „მილანსა“ და „ჩელსიში“ ჰყავდა განათხოვრებული.

0.149577