ფეხბურთი

0:52 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კირილ ნოვიკოვი: "უპირატესობა გვქონდა, მაგრამ "ლოკომოტივმა" მაქსიმუმი გამოწურა"

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვთნელმა კირილ ნოვიკოვმა „ლოკომოტივთან“ წაგება (1:2) დაცვაში უყურადღებო თამაშს დააბრალა და განაცხადა, რომ მეტოქემ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოადნო.

„თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა. „ლოკომოტივმა“ თავისი საუკეთესო მხარეებით ითამაშა. დაცვაში კომპაქტურად და შეტევაში სწრაფად. მათ მაქსიმუმი გამოწურეს. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, გარდა ამისა, დაცვაში საშინლად ვითამაშეთ და ამიტომაც წავაგეთ. დაუფასებლობა სისულელეა. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა, „ლოკომოტივს“ სერიოზულად ვუყურებდით. ეს კარგი გუნდია, რომელიც, როგორც მანამდეც ვთქვი, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადის. მეტოქის შეუფასებლობას საუბარი არც ღირს.

რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდოდა. ბევრი გამოუყენებელი მომენტი და დაცვაში ბევრი შეცდომა. სადღაც მეტოქემ გვაიძულა შეცდომის დაშვება, სადღაც ჩვენ თვითონ შევცდით. გასახდელში რა ვუთხარი ფეხბურთელებს, ამას ვერ გეტყვით, ეს საუბარი იქვე რჩება“, - აღნიშნა ნოვიკოვმა.

შეგახსენებთ, თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს და მისი მეტოქე ესპანური ლა ლიგის ბინადარი „გრანადა“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117871