ფეხბურთი

23:06 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

"დინამო თბილისი" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. ჩისკოს გუნდმა უელსის ჩემპიონ "კონაჰს" რთულად, მაგრამ მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრაში საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა ორჯერ როინ კვასხვაძემ ივარგა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა, ხოლო ერთხელ მასპინძები ბაქარ ქარდავას დარტყმის შემდეგ ხარიხამ იხსნა.

მატჩი დამატებით დროსთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთზე პერნამბუკომ ძალიან კარგად ითამაშა, პენალტი მოიპოვა და გამარჯვების გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა. ამრიგად, "დინამო თბილისი" შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც 24 სექტემბერს, ფარერების "კლაკსვიკსს" შეხვდება.

"კონაჰი" - "დინამო თბილისი" 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გაბედავა (90, პენ)

0.146504