ფეხბურთი

12:16 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლმა „სან ხოსე“ მარცხისგან იხსნა (+VIDEO)

MLS-ის მე-11 ტურში ქართველი ფეხბურთელების გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსე“ „პორტლენდს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში გოლის გატანა შეძლო ყაზაიშვილმა. ქართველმა შემტევმა მატჩის 76-ე წუთზე საჯარიმოში თანაგუნდელთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, გოლის ჩასათვლელად ვიდეო რეფერის დახმარება გახდა აუცილებელი, რადგან მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ვაკოს კარში დარტმული ბურთი გამოიტანა. ვიდეო გამეორებამ კი აჩვენა, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა და გოლი ჩაითვალა.

აღსანიშვავია ის ფაქტიც, რომ ჩვენებურს პირველ ტაიმში კიდევ ერთის გატანა შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. რაც შეეხება გურამ კაშიას, ის სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.

ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა, სან ხოსეს კი 11 ტურის შემდგომ ამდენივე ქულა აქვს და ბოლო მე-12 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი ფეხბურთელების გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, კვლავ „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127609