ფეხბურთი

23:54 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის თასზე „ჩერნომორეცი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე 4:2 დაამარცხა. 19 წლის ქართველს მოსკოვის „დინამოსთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია და განაცხადშიც არ იყო.

ნამატჩევს ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა:

„ითამაშებენ თუ არა კვარაცხელია, ურემოვიჩი და დიუპინი „სპარტაკთან“? რამდენად არიან ამ მატჩში სათამაშოდ მზად, ცოტა მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ გეტყვით, რომ თითოეულ მათგანს ამის შანსი აქვს.

გატეხილია თუ არა კვარაცხელიას ცხვირი ეს მნიშვნელოვანი არაა, მთავარია თვითონ თავს როგორ გრძნობს. ნებისმიერ შემთხვევაში მას აქვს დამცავი ნიღაბი და ეს პრობლემა არ იქნება“, - თქვა სლუცკიმ.

აღსანიშნავია, რომ ცხვირზე პრობლემის გამო ხვიჩამ გასულ სეზონში დამცავი ნიღბით რამდენიმე თამაში ჩაატარა. აქვე შეგახსენებთ, ყაზანის „რუბინი“ მოსკოვის „სპარტაკს“ 20 სექტემბერს საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101492