ფეხბურთი

21:12 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კიოლნი" შვედეთის ნაკრების თავდამსხმელით გაძლიერდა

შვედეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "უნიონის" ყოფილი თავდამსხმელი სებასტიან ანდერსონი "კიოლნში" გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია "თხების" ოფიციალურმა ვებგევრდმა გაავრცელა. 29 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "უნიონმა" კი ტრანსფერის სანაცვლოდ 6.5 მილიონი ევრო მიიღო.

ანდერსონი "უნიონმა" 2018 წელს "კაიზერიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. სებასტიანმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება შვიდი მილიონი ევროა.

0.114988