ფეხბურთი

19:46 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბორხა ვალერო "ფიორენტინაში" დაბრუნდა

35 წლის ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი ბორხა ვალერო "ფიორენტინაში" დაბრუნდა. ვალეროს მილანის "ინტერთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და "იებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აღნიშნული ინფორმაცია ფლორენციული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბორხამ "ფიორენტინასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვალერო "იების" რიგებში პირველად 2012 წელს "ვილიარეალიდან" ჩაირიცხა და კლუბში ხუთი სეზონი გაატარა. ესპანელმა "ინტერის" მაისურით სამი სეზონი ითამაშა და 100 შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110093