ფეხბურთი

17:22 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია ხუთშაბათს ესპანეთში იქნება და ახალ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი აბურჯანიას „ოვიედოში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. ესპანური მედიის ცნობით, 25 წლის ნახევარმცველმა „სევილიასთან“ მიაღწია შეთანხმებას კონტრაქტის გაწყვეტაზე და ამავდროულად „ტვენტესაც“ შეუთანხმდა, რომ საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც 2021 წელს იწურებოდა, გაწყდეს.

ამრიგად, გიორგი უკვე ავსტრიაში გაემგზავრა, საიდანაც ხუთშაბათს ესპანეთში იქნება, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი სრუსლფასოვან კონტრაქტის გააფორმებს, რომლის ხანგრძლივობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

ამის მიუხედავად, აბურჯანია „ოვიედოს“ მომდევნო კვირამდე ალბათ ვერ შეუერთდება, რადგან კორონავირუსის ტესტირება უნდა გაიაროს და მხოლოდ პასუხის მიღების შემდეგ დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანიამ „ტვენტეში“ გასულ სეზონში 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ქათველს ესპანეთის ლა ლიგა 2-ში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს, სადაც ჯერ ტარაგონას „ხიმნასტიკის“, შემდეგ კი „ლუგოს“ ღირსებას დაიცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111483