ფეხბურთი

16:01 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რომას“ არკადიუშ მილიკის დამატება უნდა

იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელის არკადიუშ მილიკის დამატება „რომას“ სურს. აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბებმა მოილაპარაკეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.

მილიკის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა და მას „ჯალოროსიში“ ედინ ჯეკოს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც ბოლო დროს ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი სამიზნე გახდა.

მილიკმა გასულ სეზონში სერია A-ს 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლის გაიტანა მოახერხა. „ნაპოლისთან“ კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117283