ფეხბურთი

15:40 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "როტორის" ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით რამდენიმე ფეხბურთელს ინფექციისგან ფილტვების პრობლემები აქვთ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ვოლგოგრადულ კლუბში არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილის გარდა COVID 19 კიდევ 2 ქართველ ფეხბურთელს ნიკა ყიფიანს და ბექა მიქელტაძეს აქვთ.

"როტორი" 6 ტურის შემდგომ 2 ქულით ბოლო ადგილზეა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის ჩაატარებენ ვოლგოგრადელები მომავალ შეხვედრას.

0.122691