ფეხბურთი

19:00 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მირალემ პიანიჩი: "ლიონელ მესი უცხოპლანეტელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა მირალემ პიანიჩმა წარდგენისას ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ბოსნიელის განცხადებით, არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. არ დავივიწყოთ, რომ პიანიჩმა ბოლო ორი სეზონი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ითამაშა.

„აქ თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია. მსოფლიოს უდიდეს გუნდში ვარ და ჩემთვის ეს საამაყოა. გასახდელში შესვლისთანავე შევიგრძენი ისტორია, ტიტულები... იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილებით გუნდს დავეხმარები.

„იუვენტუსის“ მადლობელი ვარ, ეს კლუბი ძალიან დამეხმარა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. „ბარსელონაში“ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და წინ უნდა ვიყუროთ.

მესი? მასთან გასახდელის გაზიარება საოცრებაა, ის უდიდესი ფეხბურთელია. ეს არის მისი სახლი და გამიჭირდებოდა სხვა მაისურში მისი ნახვა. ვხედავ, რომ ბედნიერი და კმაყოფილია. ის უცხოპლანეტელია, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაა“, - თქვა პიანიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112968