ფეხბურთი

11:49 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრაიან ლაუდრუპი სისხლის კიბოსგან განიკურნა

დანიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ბრაიან ლაუდრუპმა, თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ საბოლოოდ განიკურნა სისხლის კიბოსგან.

„დღეს, ათწლიანი მკურნალობის შემდეგ, საბოლოოდ განვიკურნე ფოლიკულარული ლიმფომისგან. უღრმესი მადლობა შესანიშნავ ექიმებს.“ - წერს ბრაიანი.

ბრაიან ლაუდრუპი დანიის ნაკრებში 1987-98 წლებში თამაშობდა. 82 მატჩი გამართა და 21 გოლი გაიტანა. 1992 წელს ის ევროპის ჩემპიონი გახდა.

საკლუბო დონეზე კი ბრაიანს „ბაიერნში,“ „ფიორენტინაში,“ „მილანში,“ „ჩელსისა“ და „აიაქსში“ უთამაშია, ყველაზე მეტი მატჩი (116) კი „რეინჯერსში“ ჩაატარა.

ასევე „ბრონდბიუში,“ „იურდინგენსა“ და „კოპენჰაგენშიც“ გარჯილა. ბრაიანი მიქაელ ლაუდრუპის უმცროსი ძმაა.

0.146144