ფეხბურთი

11:20 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაჰრეზის დებს სილამაზის სალონში შეუვარდნენ

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, რიად მაჰრეზის დებს, დუნიასა და ინესს მათივე სილამაზის სალონში უცნობები შეუვარდნენ და ააწიოკეს - გვამცნობს The Sun.

„გაოგნებულნი ვართ. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე. შესაძლოა, რიადის დები რომ ვართ, იმიტომ? პრობლემა მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთმა კლიენტმა ქალმა ფულის გადახდაზე უარი განაცხადა. რამდენიმე წამში სალონთან სამი მანქანა გაჩდერდა, იქიდან მამაკაცები გადმოვიდნენ, სალონში შემოლაგდნენ და გინება დაგვიწყეს. ყველაფერს იატაკზე ყრიდნენ და უშვერი სიტყვებით გვლანძღავდნენ. ერთი მახრჩობდა, მეორემ კი ჩემს დას დაარტყა.“ - თქვა შემდეგ დუნიამ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, მოიპარეს რაიმე თავდამსხმელებმა თუ არა. თავად მაჰრეზმა სალონში მისვლა ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსი აქვს და შინ თვითიზოლაციაშია.

0.120754