სხვა

1:56 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯუმბო-ვისმა და ტურის ლიდერი კორონავირუსს გადაურჩნენ

ტურ დე ფრანსზე დღეს დასვენების დღე იყო და რბოლის ორგანიზატორებმა ის გუნდების კორონავირუსზე ტესტირებისთვის გამოიყენეს. რბოლის წინ შემოღებული წესის შეაბამისად, გუნდი, რომლის ორ წევრსაც ტესტები COVID-19-ს დაუფიქსირებს, შეჯიბრიდან დაუყოვნებლივ მოიხსნება.

კვირას და ორშაბათს ტესტები ყველას ჩაუტარდა და როგორც ცნობილი გახდა, ლიდერის ყვითელი მაისურით მოასპარეზე პრიმოჟ როგლიჩს და მის გუნდ „ჯუმბო-ვისმას“ ტესტებზე უარყოფითი პასუხი აღმოაჩნდათ. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი რბოლას გააგრძელებენ.

„მათ გვითხრეს, რომ ჩვენ ტესტებზე პასუხები უარყოფითია. ასე რომ, გახარებული ვარ, რადგან რბოლაში ერთი კვირით კიდევ დავრჩებით“, - განცხადა როგლიჩმა. თუმცა გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობის ტესტებზე პასუხები ჯერჯერობით არ მიუღიათ.

როგლიჩი 15 ეტაპის შემდეგ, 40 წამით უსწრებს მეორეზე მყოფ თანამემამულე ტადეი პოგაჩარს (UAE ტიმ ემირატსი), რომელმაც უკვე ორი სამთო ეტაპის მოგება შეძლო. 40 წამი კი ბევრი არაა იმის გათვალისწინებით, რომ მომდვნ ორ ეტაპზეც, რთული სამთო მარშრუტებია გასავლელი, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

0.146972