ფეხბურთი

1:17 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდის "ჩელსის" დადებითი სტარტი

ინგლისის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონი ფრენკ ლამპარდის „ჩელსიმ“ რიხიანად დაიწყო და პირველი მატჩში სამი ქულა დაისაკუთრა.

„არისტოკრატები“ ზაფხულში საგრძნობლად გაზლიერდნენ და ახალ სეზონში მისგან დიდი მოლოდინია. „ჩელსიმ“ სეზონი „ბრაიტონთან“ საგარეო მატჩიტ გახსნა, ხოლო პირველი გოლი ჟორჟინიომ გაიტანა.

ბრაზილო-იტალიელმა პენალტი ჩვეულ სტილში უნაკლოდ დაარტყა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ეს გოლი გაქვითეს, მაგრამ 12-წუთიან ინტერვალში თამაშის ბედი გადაწყდა. რის ჯეიმსმა ფენომენალური დარტყმით ლონდონელები ხელმეორედ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კურტ ზუმამ დააფიქსირა.

ამრიგად, „ჩელსიმ“ სეზონი კარგად დაიწყო და ვნახოთ რას გვიჩვენებს მომავალში. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში კი „ვულვზვმა“ „შეფილდ იუნაიტედი“ რაულ ხიმენესია და რომან საისის საწყის 6 წუთში გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა.

„ბრაიტონი“ – „ჩელსი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჟორჟინიო (23, პენ), 1:1 ტროსარდი (54), 1:2 ჯეიმსი (56), 1:3 ზუმა (66)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102084