ჩოგბურთი

20:09 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება. ქართველი ჩოგბურთელი რომის საერთაშორისო ტურნირს პირველივე წრეში უშანსო მარცხით გამოეთიშა.

ბასილაშვილი იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 47-ე ნომერია და წინააღმდეგობა პრაქტიკულად ვერ გაუწია.

თამაში 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და იტალიელმა 6:3, 6:1 იმარჯვა. ნიკამ უკვე ზედიზედ მე-6 თამაში წააგო და კორონავირუსის პანდემიის შემდეგ განახლებულ სეზონს ფორმაში აშკარად ვერ შეხვდა.

ქართველი ჩოგბურთელი ამდენი წარუმატებლობის ფონზე ATP-ს რეიტინგში პოზიციებს თმობს და ამჟამად 32-ე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114114