ფეხბურთი

15:49 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიას ბელგიური კლუბი იწვევდა, მაგრამ "ანორთოსისი" აირჩია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიას „გენტიდან“ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ჩვენებურს კვიპროში უკვე ელოდებიან.

Voetbalkrant-ის ინფორმაციით, ქვილითაიას ბელგიის იუპილერ ლიგის ბინადარი „ვაასლანდ ბევერენიც“ იწვევდა, მაგრამ შეთავაზებაზე უარი თქვა და კვიპროსში, თემურ ქეცბაიასთან წასვლა ამჯობინა.

თუ ტრანსფერი დადასტურდება, გიორგი „ანორთოსისში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. მას „გენტთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

ქართველმა თავდამსხმელმა „ბუფალოს“ ღირსება 2018 წლიდან 46 მატჩში დაიცვა და 7 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

0.152841