თამაშგარე

16:20 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

“საფეხბურთო მენეჯერი“ თურქულ ქორწილში

მთელი მსოფლიოს “ყვითელი პრესა“ და ინტერნეტი მოიარა მეტად სახალისო ფოტომ, სადაც ასახულია თურქული ქორწილის ეპიზოდი, როდესაც ერთ მაგიდასთან ფრიად მოწყენილი პატარძალი ზის, წინ კი ქმარი უზის, რომელსაც კომპიუტერში “საფეხბურთო მენეჯარი“ აქვს გახსნილი და არის ერთი ამბავი.

როგორც შემდეგში გაირკვა, სიძე გახლავთ ვინმე ბურაკი, რომელიც ახლა ამტკიცებს, რომ ქორწილის ორგანიზატორებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეექმნათ და მან სტუმრების გასახალისებლად ლეპტოპში ხუმრობთ ჩართო სპორტული თამაში, რასაც საზოგადო მხიარულება მოჰყვა.

ხალხის მიერ ინტერნეტში ძირისძირობამდე გაქილიკებული სიძე იმასაც ამბობს, რომ ცოლი გაგებით ეკიდება მის იუმორსაც და სურვილებსაც, თორემ წინააღმდეგ შემეთხვევაში უბრალოდ ვერ გაბედავდა შუა ქორწილში “საფეხბურთო მენეჯერის“ ჩართვას და დიდი თამაშის გაჩაღებას.

0.148566