ფეხბურთი

13:22 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" კოსოვოს ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

რომის „ლაციომ“ კოსოვოს ნაკრების თავდამსხმელი ვედათ მურიქი დაიმატა. 26 წლის ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

მურიქის სანაცვლოდ „ლაციომ“ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ 18 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც 2 მილიონი ევროს სახით ბონუსებიც დაემატება.

კოსოვოელმა გასულ სეზონში „ფნეერბახჩეს“ მაისურით 36 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ტეუტაში, „ბესაში“, „გირესუნსფორში“, „გენჩლერბირლიგსა“ და „რიზესფორში“ უთამაშია. კოსოვოს ნაკრებში კი 23 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

0.145713