ფეხბურთი

12:09 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "სწრაფი მოთამაშე რომ მდომოდა, ბოლტს შევიძენდით და არა ხამესს"

ლივერპულის „ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ტოტენჰემთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ხამეს როდრიგესის შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ხამესი სწრაფი ფეხბურთელი არაა და ასეთი სტილის მოთამაშე რომ სდომოდა, უსაინ ბოლტს შეიძენდა.

„ხამესი არ არის პლანეტის ყველაზე სწრაფი მოთამაშე, მაგრამ აქვს ბევრი ხარისხი და ჩვენ ამის გამო უნდა გამოვიყენოთ. ის არაა გარემარბი, თუმცა შეუძლია ბურთი ცენტრში მიიღოს და შეტევა ძალიან სახიფათო გახადოს. ისი ათლეტიზმის გამო არ ვღელავ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსაინ ბოლტს შევიძენდით და არა ხამესს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, „ევერტონმა“ პრემიერლიგის პირველ ტურში ლონდონის „ტოტენჰემი“ მისსავე მოედანზე დომინიკ კალვერტ-ლევინის გოლით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098638