ფეხბურთი

22:43 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

არიენ რობენმა ერედივიზიონში დაბრუნებისთანავე ტრავმა მიიღო

არიენ რობენისთვის ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ პირველივე ოფიციალური თამაში წარუმატებელი გამოდგა და ტრავმა მიიღო. ერედივიზიონის სასტარტო მატჩში „გრონინგემი“ არიენის ყოფილ გუნდს, პსვ ენდჰოვენს დაუხვდა და მარცხი განიცადა (1:3).

რობენი კაპიტნის სამკლავურით ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 30 წუთი ითამაშა, რადგან შემდეგ ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.

შეგახსენებთ, არიენ რობენის კარიერა „გრონინგემში“ დაიწყო, საიდანაც პსვ ეინდჰოვენში გადავიდა. მას ერედივიზიონში 16 წელი არ ჰქონდა ნათამაშები. ამასთან, კარიერა შარშან დაასრულა, მაგრამ ერთი წლის თავზე გადაწყვეტილება შეცვალა და კარიერა განაახლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113266