ფეხბურთი

22:07 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ პრემიერლიგა მოურინიოს ძლევით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი ლივერპულის „ევერტონმა“ შესანიშნავად დაიწყო და ლონდონში „ტოტენჰემი“ დაამარცხა.

კარლო ანჩელოტიმ კი ჟოზე მოურინიოს დუელი მოუგო და „კამფეტებმა“ წარმატებული სტარტი აიღეს. მატჩის ბედი კალვერ-ლევინის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა.

დღის მეორე შეხვედრაში პრემიერლიგაში დაბრუნებული „ვესტ ბრომვიჩი“ „ლესტერ სიტის“ დაუხვდა და პირველი ტაიმი კი გაუწია მეტოქეობა, მაგრამ შესვენების შემდეგ ვერაფერს გახდა და 0:3 დამარცხდა. საუკეთესო იყო ჯეიმი ვარდი, რომელმაც დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი დებიუტანტმა ტიმოთი კასტანემ გაიტანა, რომელიც „მელიებმა“ „ატალანტადან“ დაიმატეს.

„ვესტ ბრომვიჩი“ – „ლესტერი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 კასტანე (56), 0:2 ვარდი (74, პენ), 0:3 ვარდი (84, პენ)

„ტოტენჰემი“ – „ევერტონი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კალვერტ-ლევინი (56)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111349