სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

16:45 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკამ აშშ-ის ღია მეორედ მოგებით, სუპერ ვარსკვლავის სტატუსი განიმტკიცა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ნაომი ოსაკამ აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ვიკტორია აზარენკას 1-6 6-3 6-3 მოუგო და მეორედ გახდა დიდი სლემის ამერიკული ტურნირის ჩემპიონი. იაპონელმა ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კორტზეც და კორტს მიღმაც გამოკვეთილი ლიდერია.

22 წლის ოსაკამ აშშ-ის ღიაზე თავისი პირველი ტიტული 2018 წელს, სერენა უილიამსთან გამარჯვებით მოიპოვა. ამჯერად მის წინაშე, ავსტრალიის ღიას ორგზის ჩემპიონი, ბელარუსი აზარენკა დადგა, რომელმაც ფინალის საგზურისთვის სწორედ სერენა დაამარცხა. და 2018 წლის ფინალისგან განსხვავებით, ამჯერად არტურ ეშის სახელობის ცენტრალური კორტის ტრიბუნა ცარიელი იყო.

ოსაკასთვის ეს დდ სლემის მესამე ტიტულია - ერთი ავსტრალიაში აქვს მოპოვებული. 31 წლის აზარენკამ კი ფლეშინგ მედოუსის კორტებზე მესამე ფინალი წააგო. საინტერესოა, რომ ბელარუსმა ჩოგბურთელმა ბოლო შვიდ სეზონში, დიდი სლემის ტურნირის ფინლში პირველად ითამაშა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ბოლო ორ კვირაში, აზარენკა და ოსაკა მეორე ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. და ორივეჯერ ფლეშინგ მედოუსზე. ოღონდ, ცინცინატის ტურნირის ფინალი არ გაიმართა, რადგან ოსაკამ ბარძაყის ტრავმის გამო, თამაშზე უარი განაცხადა. ეს ტრავმა მას კვლავაც აწუხებს - აშშ-ის ღიაზე ყველა შეხვედრა, შეხვეული მარცხენა ბარძაყით ითამაშა. ოღონდ, ეს მისი გამოსვლის ხარისხზე პრაქტიკულად არ ასახულა.

„სიმართლე გითხრა, შენთან მეორედ ფინალში თამაშს არ ვისურვებდი. ეს მრთლა ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. სიამოვნების მიღებაც ვერ შევძელი. მე ვუცქერდი აქ შენს თამაშს, როცა ახალგაზრდა ვიყავი და ეს ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო შენთან თამაში, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა“, - შეხვედრის შემდეგ, კორტზე გამართული სახელდახელო ინტერვიუსას, ამ სიტყვებით და ღიმილით მიმართა ოსაკამ აზარენკას.

ოსაკას ყოველი შეხვედრის წინ, კორტზე გამოსვლისას, პირბადე ეკეთა, რომელზეც პოლიციის მიერ სხვადასხვა დროს მოკლული შავკანიანი ადამიანის სახელები ეწერა. ფინალში მის პირბადეზე ტამირ რაისის სახელი ეწერა, 12 წლის ბავშვისა, რომელიც 2014 წელს პოლიციამ შემთხვევით მოკლა. ბავშვს ხელში სათამაშო პისტოლეტი ეჭირა, რაც პოლიციამ ცეცხლსასროლ იარაღად აღიქვა.

ოსაკამ ცინცინატის ტურნირის დროს, თანაგრძნობა გამოუცხადა მოძრაობას, რომელიც შტატ ვისკონსინში პოლიციის მიერ, შავკანიანი ჯეიკობ ბლეიკის მკვლელობას აპროტესტებდა. ოსაკამ ამის გამო, ოსაკამ ცინცინატის ტურნირის ნახევარფინალში თამაშზე უარი განაცხადა. ამას მოჰყვა ის, რომ WTA-მ ოსაკას სოლიდარობა გამოუცხადა, ყველა დანიშნული შეხვედრა 24 საათით გადადო და იაპონელ ჩოგბურთელს, ნახევარფინალში თამაშის საშუალება მისცა.

აზარენკამ ფინალური შეხვედრა ისე დაიწყო, თითქოს სერენა უილიამსთან შეხვედრას აგრძელებდა. ბელარუსი ჩოგბურთელი პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობდა. შედეგად, მან მეოთხე ნომრად განთესილი მეტოქის მოწოდბა დასაწყისშივე აიღო, რასაც მალე ორი ბრეიკიც მოაყოლა და სეტი 27 წუთში, 6-1 მოიგო.

მეორე სეტიც ისე დაიწყო, რომ ოსაკას კარგი არაფერი ელოდა - აზარენკამ საკუთარი გეიმის შემდეგ, მეტოქის მოწოდებაც აიღო და 2-0 დაწინაურდა. მაგრამ ამ ყველაფერმა ოსაკა ვერ გატეხა. თუ პირველ სეტში ეისები არ დაფიქსირებულა, მეორეში ოსაკამ, ვინც ძლიერი მოწოდებით გამოირჩევა, სწორედ მოწოდბის გამოსწორებით დაიწყო თამაშის შემობრუნება. იაპონელმა მეორე სეტში ხუთი ეისი დააჭედა, სამჯერ ბრეიკს მიღწია და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტის მეოთხე გეიმში, ოსაკამ კიდევ ერთხელ მოახერხა მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და 3-1 დაწინაურდა. მეშვიდე გეიმში აზარენკამ საპასუხო ბრეიკი აიღო და საკუთარ გეიმში, ანგარიშის გათანაბრების შანსი მოიპოვა. მაგრამ მისი გამოყენების საშუალება, ოსაკამ არ მისცა, რომელმაც მეტოქეს კიდევ ერთი მოწოდება „წაართვა“, მერე კი საკუთარ მოწოდებაზე გეიმი მოიგო და გამარჯვებაც მოიპოვა.

საინტერესო ფაქტი: აშშ-ის ღიას ფინლი ჩოგბურთელს, რომელმაც პირველი სეტი დათმო, 1994 წლის შემდეგ არ მოუგია. მაშინ ესპანელმა არანჩა სანჩეს-ვიკარიომ, ფინალში გერმანელი შტეფი გრაფი 1-6 7-6(3) 6-4 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.128344
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X