ფეხბურთი

1:48 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია: ჯანო ანანიძე უახლოეს ხანში "როტორთან" კონტრაქტს გაწყვეტს

ჯანო ანანიძე უახლოეს ხანში ვოლგოგრადის „როტორთან“ კონტრაქტს გაწყვეტს და კლუბს დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Championat-ი ავრცელებს.

როგორც გავლენიანი რუსული გამოცემა წერს, ქართველი ნახევარმცველი ტრავმის გამო უახლოეს მომავალში „როტორს“ ვერ დაეხმარება და ამიტომ, კონტრაქტის შეწყვეტა თავად მოითხოვა, რომ კლუბის წინაშე გულწრფელი იყოს.

ჯანო „როტორის“ ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელია, თვეში 1.7 მილიონი ევრო აქვს ხელფასი (დაახლოებით 20 000 ევრო) და ვინაიდან თამაშს ვერ ახერხებს, არ უნდა კლუბის ბიუჯეტს ტვირთად დააწვეს.

ანანიძე „როტორს“ აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა, მაგრამ დღემდე ერთხელაც არ უთამაშია და ჯერჯერობით არც გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ჯანო „როტორამდე“ „ანორთოსისის“, „კრილია სოვეტოვის“, „სპარტაკისა“ და „როსტოვის“ ღირსებას იცავდა.

„როტორში“ ანანიძის გარდა, ზურიკო დავითაშვილი, სოლომონ კვირველია, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი და „დინამო ბათუმიდან“ ცოტა ხნის წასული ჯოვინო ფლამარიონი თამაშობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107456