ფეხბურთი

20:59 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტმა" სილვა გამოისყიდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანდრე სილვა ოფიციალურად "აინტრახტის" ფეხბურთელი გახდა. ფრანკფურტელთა ვებგვერდი ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელი გამოისყიდა და სილვამ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სილვა ორი წლით იყო "მილანიდან" განათხოვრებული და კიდევ ერთი სეზონი უნდა გაეტარებინა "აინტრახტის" რიგებში, თუმცა გერმანელებმა ფეხბურთელი გამოისყიდეს. ოფიციალურად უცნობია ტრანსფერის თანხა, თუმაც Transfermarkt-ის ინფორმაციით, იტალიელებმა ცხრა მილიონი ევრო მიიღეს.

სილვა "პორტუს" აკადემიის აღზრდილია და "მილანში" 2017 წელს გადავიდა, სადაც ერთი სეზონი გაატარა. ამის შემდეგ ფეხბურთელი "სევილიასა" და "აინტრახტში" იყო განათხოვრებული. გერმანული გუნდის მაისურით ანდრემ 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.141461