ფეხბურთი

18:38 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა კორონავირუსი დაამარცხა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საზოგადოებას თვითონ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აცნობა.

„ვარჯიშს დავუბრუნდი, ძალიან ბენდიერი ვარ“, - დაწერა ნეიმარმა ტვიტერში.

პსჟ-ში ახლა ინფიცირებული კიდევ 6 ფეხბურთელია: კეილორ ნავასი, მაურო იკარდი. მარკინიოსი, ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი და კილიან მბაპე.

შეგახსენებთ, პსჟ-მ გუშინ ლიგა 1-ის პირველი მატჩი ჩაატარა ახალ სეზონში და ლიდერების გარეშე „ლანსთან“ 0:1 წააგო.

თეგებინეიმარიპსჟ
0.114187