ჩოგბურთი

16:33 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ სეტის მოუგებლად დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიაში მიმდინარე ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი არგენტინელ ფედერიკო დელბონისს დაუპირისპირდა და ორ სეტში უშანსოდ: 5:7, 3:6 დამარცხდა.

ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება გახლდათ და ჩვენებუირის მეტოქეს ნიკას დასამარცხებლად საათი და 27 წუთი დასჭირდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კოროინავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდგომ ქართველმა ჩოგბურთელმა მე-5 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანში ისე წააგო, რომ სეტიც არ მოუგია.

აქვე გეტყვით, რომ თუკი არაფერი შეიცვალა, ბასილაშვილი იტალიის დედაქალაქ რომში გასამართ ტურნირზე იასპარეზებს, სადაც ნიკა ძირითად ბადეშია. გათამაშება 14 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. მისი საპრიზო ფონდი კი 6 მილიონი ევრო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112608