ფეხბურთი

14:20 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი - ტრანსფერებზე: „ლივერპულს“ „ჩელსის“ შესაძლებლობები არ აქვს“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს სატრანსფერო ამბების შესახებ ესაუბრა.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც გაურკვევლობა სუფევს. ზოგიერთი კლუბისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვთქვათ, კლუბებისთვის, რომლებიც ოლიგარქებს ეკუთვნიან. ჩვენ - სხვა საქმეა.

არ შეგვიძლია უცებ შევცვალოთ ყველაფერი და ვთქვათ: ახლა ძალგვიძს „ჩელსივით“ მოვიქცეთ. ისინი ბევრ ფეხბურთელს ყიდულობენ და ეს პრივილეგიაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს შეეწყობიან. შეიძლება 11დიდებული მოთამაშე შეიძინო და გეგონის - საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებენო. მაგრამ საქმე ერთობლივ მუშაობაშია. ამ მხრივ კი უპირატესობა ჩვენ გვაქვს, რადგან უკვე ჩამოყალიბებული გუნდი გვყავს“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Daily Express.

0.117622