ფეხბურთი

11:52 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისმა, შესაძლოა, სეზონის დასაწყისი გამოტოვოს

ლონდონის „არსენალის“ მცველმა, დავიდ ლუისმა, შესაძლოა, ახალი სეზონის პირველი მატჩი გამოტოვოს - გვამცნობს The Athletic. ბრაზილიელმა კისერი იტკინა და ვარჯიში გააცდინა.

პრემიერლიგის პირველ ტურში, 12 სექტემბერს, „არსენალი“ ელიტაში დაბრუნებულ „ფულემს“ ესტუმრება. თბილისის დროით, შეხვედრა 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, ლუისმა „მეთოფეებთან“ 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი. მანამდე მას „ჩელსიში,“ „პარი სენ-ჟერმენში,“ „ბენფიკასა“ და „ვიტორიაში“ უთამაშია.

0.11282