ფეხბურთი

2:12 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ტოტენჰემში" მესის დამატება ნამდვილად არ მინდოდა"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ მესის შესახებ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მას მხოლოდ ისეთი გუნდი შეიძენდა, რომელიც ფინანსურ ფეირ-პლეის პატივს არ სცემს.

„მინდოდა მისი დამატება? არა, „ტოტენჰემში“ არა, აქ ფინანსურ სამართლიან თამაშს პატის სცემენს. მას მხოლოდ ისეთ გუნდში შეეძლო წასვლა, რომელშიც არ იცავენ ფინანსურ ფეირ-პლეის და „ტოტენჰემი“ ასეთი ნამდვილად არაა“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ გასულ პარასკევს ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ბარსელონაში“ მინიმუმ კონტრაქტის ბოლომდე დარჩება, რომელსაც ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12572