სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ინტერვიუები

23:36 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "ჰავერცის სურს "ჩელსის" ტოპ მოთამაშე გახდეს"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა გუნდის ახალწვეული, გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კაი ჰავერცი ვარჯიშზე უკვე იხილა და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ფეხბურთელის შესახებ ესაუბრა. ინგლისელი მიიჩნევს, რომ ჰავერცი ამაღელვებელი მოტამაშეა, მაგრამ განვითარება სჭირდება და მისი პოტენციალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

"კაი მნიშვნელოვანი ტრანსფერია ჩემთვის და კლუბისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ვაქცევდი ყურადღებას კაისნაირი ტიპის ფეხბურთელებს და გაცნობიერებული მაქვს მისი ფუნქცია, როგორც შემტევი ნახევარმცველის. ასევე, გაცნობიერებული მაქვს მისი ტალანტი. ვიცით, რომ განვითარება გვჭირდება ყველა პოზიციაზე და ჰავერცი აბსოლიტურად ერგება ჩვენ სტილს და მისი დამატებით მოხარული ვარ." - განაცხადა ლამპარდმა.

"ლევერკუზენში" ჰავერცი ბოლო წლებში წამყვანი ფიგურა გახდა და გოლები ხშირად გაჰქონდა. ამპლუით იგი შემტევი ნახევარმცველია და სიმაღლით და გოლის გატანის ნიჭით ლამპარდთან და მიხაელ ბალაკთან შედარებაც შეიძლება, თუმცა ლამპარდი თვლის, რომ...

"ადვილია შედარების გაკეთება. ვიცი, რომ კაის გოლების გატანა და გადაცემების გაკეთება ძალიან სურს და ამაზე უკვე მქონდა საუბარი მასთან, თუმცა ვფიქრობ განსხვავებული სტილი გვაქვს. ჰავერცი უფრო წინაა აწეული, ხოლო მე სიღრმიდან, როგორც ნახევარმცველი ისე ვთამაშობდი. კაი 10 ნომერზე უფრო თამაშობს და უფრო მეტი სივრცე აქვს და შემტევია. ასე, რომ ვფიქრობ განსხვავებულია ჩვენი სათამაშო სტილი. ბალაკი კარგი მოთამაშე იყო და ბევრი რამ გააკეთა ჩვენთვის, მაგრამ კაი აპირებს თავისი სტილი და პიროვნება აჩვენოს. მასთან მუშაობა ჩემთვის ამაღელვებელია."

ლამპარდმა განაცხადა, რომ ისევე როგორც მოედანზე, კაი შთამბეჭდავია მოედნის მიღმა და გაწონასწორებულია.

"რაც შეეხება მის პიროვნებას, აბსოლიტურად განცვიფრებული დავრჩი მისი თავდამბლობით, პრაქტიკულობით და იმით თუ როგორ უნდა მას ჩვენთან ყოფნა და აღელვებულია ახალი გამოწვევით. მას უნდოდა აქ მოსვლა და უნდა გახდეს "ჩელსის" ტოპ მოთამაშე და ნამდვილად შეუძლია მისი ტალანტის გათვალისწინებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა ის რომ ტალანტია და ჩვენთანაა, არამედ მთავარია იმისი ხილვა, რომ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულია."

"არისტოკრატების" თავკაცმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კაი ჰავერცს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და ასეთი ტიპის ფეხბურთელის ყოლა გუნდში დამატებითი კოზირია მწვრთნელისთვის.

"როდესაც გყავს სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი და რომელსაც სურს ასევე სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშოს, ესაა უპირატებოსა მწვრთნელისთვის. ჰავერცი პროდუქტიულია, მას გააქვს გოლები და აკეთებს გადაცემებს. ფიზიკურად ძლიერია და მის აღნაგობაზე როცა ვსაუბრობთ შეგვიძლია ბალაკს შევადაროთ. ჩვენ მას დრო უნდა მივცეთ განვითარებისთვის, მაგრამ უკვე მოხიბლული ვარ მისი მუშაობით." - აღნიშნა ლამპარდმა.

ჰავერცამდე "ჩელსიმ" "ლაიპციგიდან" ტიმო ვერნერი დაიმატა, რომელსაც კაი გერმანიის ეროვნული ნაკრებიდან იცნობს და როგორც ფრენკი აღნიშნავს, ეს ორი მოთამაშე კარგი მეგობრები არიან.

"ვიცი, რომ კარგი მეგობრები არიან გერმანიის ეროვნული ნაკრებიდან და თითქმის ერთი ასაკის არიან. ეს ნამდვილად დახმარება იქნება და რა თქმა უნდა, ნაცნობობა მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს. ვერნერიც თავმდაბალია და მოედანზე წარმატების მიღწევა სურს. ვფიქრობ, ისინი ერთმანეთს და გუნდს დაეხმარებიან." - აღნიშნა ჰავერციზე საუბრისას ლამპარდმა.

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კაი ჰავერცი ლონდონის "ჩელსიმ" "ლევერკუზენიდან" 70 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110147
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X