ფეხბურთი

22:00 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

"ბრენტფორდის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი 24 წლის ოლი უოტკინსი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. როგორც ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

თავდამსხმელის სანაცვლოდ "ასტონ ვილამ" 28 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და ბონუსების სახით შესაძლოა 5 მილიონი დაამატოს. უოტკინსი "ასტონ ვილას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

ოლი "ექსეტერ სიტის" აკადემიის აღზრდილია და "ბრენტფორდში" 2017 წელს გადავიდა. გასულ სეზონში უოტკინსმა ყველა ტურნირზე 50 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელს ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები არ აქვს, ხოლო მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

0.114451