ფეხბურთი

21:13 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ვარჯიში დაიწყო

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა ლიონელ მესიმ "ბარსელონაში" შესვენების შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სამხრეთამერიკელი კორონავირუსის ტესტის პასუხს ელოდებოდა და ამის შემდეგ განაახლა ვარჯიში.

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სამწვრთნელო პროცესს მესის გარდა ფილიპე კოუტინიო, სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი და ანსუ ფატი შეუერთდნენ. გუნდთან ერთად ასევე ივარჯიშა ლუის სუარესმა, რომელიც ბოლო პერიოდში ტურინის "იუვენტუსს" და მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11614