ფეხბურთი

18:05 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში გამოარჩიეს

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელა.

„ფანტასტიკური თვე იყო. ოთხ თამაშში 16 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ 2 გავუშვით. ეს არის ჯილდო, რომლის გაზიარებას კლუბის ყველა წევრი იმსახურებს“, - დაწერა შოთამ სოციალურ ქსელში.

აგვისტოში მისმა გუნდმა 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე მოიგო, მათ შორის, ერთი თანაქალაქელ „ლოკომოტივთან“ 7:0. „ფახთაქორი“ 41 ქულით პირველ ადგილზეა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ტაშკენტელები აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობენ, სადაც ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან.

0.114563