ფეხბურთი

15:50 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა

ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა. კერძოდ, მან "ჯვაროსნებს" ისტორიაში ყველაზე მეტჯერ უკაპიტნა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1:1) კანკავამ ეროვნული გუნდი კაპიტნის სამკალვურით 51-ედ გაიყვანა მოედანზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდო ნიშნულია.

კანკავამ კახა კალაძის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 50-ჯერ უკაპიტნა. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, მას ეროვნულ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 88-ჯერ ითამაშა ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ მასზე მეტი თამაში მხოლოდ ლევან კობიაშვილს (100) და ზურაბ ხიზანიშვილს (92) აქვთ ჩატარებული.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა, ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ კანკავა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109983