ფეხბურთი

11:21 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთან ფრისთვის ჩრდ. მაკედონიის ნაკრები პრემიით დაჯილდოვდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან ფრისთვის (1:1) პრემიები გამოუწერა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Sportmedia.mk იტყობინება, ფედერაციამ შედეგი დადებითად შეაფასა და ფეხბურთელებისთვის 30 000 ევრო გამოყო. საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები პირველ ტურში სომხეთთან გამარჯვებისთვისაც (2:1) იგივე რაოდენობის პრემიით დაჯილდოვდა. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათთვის საქართველოდან ქულის წაღება გამარჯვების ტოლფასი გამოდგა.

შეგახსენებთ, გუშინდელ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმა მე-13 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, რასაც ზუსტად 20 წუთში სტეფან რისტოვსკიმ უპასუხა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

0.147856