ფეხბურთი

0:47 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დუბლი, დაწერილი ისტორია და კიდევ უფრო ახლოს რეკორდთან

კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. 35 წლის უბერებელმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შვედეთის ნაკრებთან დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 2:0 მოაგებინა.

ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი დუბლი - კრიშტიანუმ ეროვნულ ნაკრებში მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა და ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ეს შეძლო (ევროპაში პირველი). სანაკრებო დონეზე მასზე მეტი გოლი ირანის ნაკრებში ალი დაეის აქვს გატანილი (109), თუმცა, ცხადია, კრიშტიანუ მის რეკორდს უკვე სერიოზულად ემუქრება.

სხვათა შორის, პორტუგალიელს ტრავმა ჰქონდა და წინა ტურში ხორვატიასთან არ უთამაშია, თუმცა როგორც ჩანს, რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვებამ მასზე გავლენა ვერ მოახდინა.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიას ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117115