სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:00 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქულა მოსაგებ თამაშში: საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

უნდა ითქვას, რომ თამაშმა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით ჩაიარა და გამარჯვებასაც უფრო მეტად იმსახურებდა, რადგან საგოლე მომენტებიც უფრო მეტი შექმნა, ვიდრე მეტოქემ. „ჯვაროსნებმა“ სწრაფი გოლი გაიტანეს. მე-12 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ხვიჩა კვარაცხელიამ იაქტიურა და „ლიდს იუნაიტედის“ მცველმა ალიოსკიმ ჩვენებური საჯარიმოში წააქცია. სამართლიანად დანიშნული პენალტი ზუსტად თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა და საქართველო წინ გავიდა.

თუმცა, ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას იგორ ანგელოვსკის გუნდი დაეუფლა. უნდა აღინიშნოს, რომ თამაშამდა ძლიერი წვიმის გამო გაზონი არც ისე კარგ მდგომარეობაში იყო, რამაც ჩვენი ნაკრების ტექნიკურ ფეხბურთელებს ხელი ნამდვილად შეუშალა. მაკედონია ბურთს ფლობდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ისე თამაშობდა, თითქოს გოლი გარდაუვალი იყო. არა, ასე არ ყოფილა, მაგრამ 33-წუთზე ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა ნიკოლოზ მალმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა და მისი ფლანგიც მოშიშვლდა, სწორედ იმ ზონაში შეიჭრა „სპორტინგის“ მცველი რისტოვსკი, რომელიც გორან პანდევმა მეკარესთან პირისპირ დატოვა და ანგარიში გაათანაბრა. პირველ ტაიმში მეტი გამოსარჩევი არაფერი მომხდარა.

მეორე ტაიმიც დაბალ ტემპში დაიწყო და კარგა ხანს ასე მიმდინარეობდა. 64-ე წუთზე ჯაბა კანკავას წინააღმდეგ სტუმართა მცველმა მუსლიუმ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. მიღებული რიცხობრივი უპირატესობით საქართველო სარგებლობას უმალ შეეცადა. ვლადიმირ ვაისმა მცველ მალის ნაცვლად შემტევი ლევან შენგელია ჩართო თამაშში, რომელსაც პირველივე შეხებით შეეძლო გატანა, მაგრამ კვარაცხელიას ჩაწოდებულის შემდეგ თავით მცირედით ააცილა. იქამდე, კიდევ უფრო მაგარი მომენტი გვქონდა, ჯაბა კანკავას სახიფათო დარტყმამ კარს სანტიმეტრებით ჩაუარა და მეკარეს შანსი არ ჰქონდა.

მოგება მაინც შეგვეძლო, მსაჯის მეხუთე კომენსირებული დრო მიმდინარეობდა, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილის გადაცემას ლევან შენგელია ერთი შეხებით გამოემხაურა და გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ სტუმართა მეკარე შიშტოვსკიმ საკუთარი გუნდი გადაარჩინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია... ეფექტური გოლი იქნებოდა, თანაც გამარჯვების, მაგრამ სამწუხაროდ, ბურთი ზუსტად იქ წავიდა, სადაც მეკარე იდგა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ-მეორე ადგილს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ერთად იყოფს. პარალელურად, ჩვენს ჯგუფში სომხეთმა შინ ესტონეთი დაამარცხა და შესაბამისად, სამი ქულა აქვს, ხოლო ესტონელები 0 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო მატჩს 8 ოქტომბერს, თბილისში ბელარუსის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს იქნება ევრო 2020-ის ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალი, რომელიც ჯერ კიდევ მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. რაც შეეხება ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონს, საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს 11 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1 (1:1)

თბილისი, „დინამო არენა“

უმაყურებლოდ

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75); კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85); ოქრიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია; ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ჩრდ. მაკედონია (4-2-3-1): შიშკოვსკი; რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი; სპიროვსკი, ადემი (ნიკოლოვი (59); ტრაიკოვსკი (ნესტოროვსკი 59), ბარდი, ელმასი; პანდევი (ბეიტულაი 78)

მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (33)

გაფრთხილება: ქვილითაია (45), კვეკვესკირი (65), მალი (74) - ბარდი (22), მუსლიუ (58), ნიკოლოვი (65)

გაძევება: მუსლიუ (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 2 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პეტერ კიაესგაარდი (დანია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.224391
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X