ფეხბურთი

19:19 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიურმა გუნდმა კვარეჟმა თეთრ ცხენზე ამხედრებული წარადგინა (+VIDEO)

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი რიკარდი კვარეჟმა 5-წლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ვიტორია გიმარაეშში“ გააგრძელებს. 36 წლის შემტევმა ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ „გიმარაეშმა“ კვარეჟმა ორიგინალურად წარადგინა - თეთრ ცხენზე ამხედრებული.

პორტუგალიელმა გასული სეზონი თურქულ „ქასიმპაშაში“ გაატარა (24 მატჩი, 4 გოლი), ხოლო მანამდე „ბეშიქთაშის“, „პორტუს“, „ალ-აჰლის“, „ჩელსის“, „ინტერის“, „ბარსელონასა“ და „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109399