ფეხბურთი

17:43 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტებასი: "მესის შენარჩუნება გვინდოდა, მაგრამ ლა ლიგა ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „ბარსელონადან“ ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა, რაც უკვე გამოირიცხა, თუმცა 10 დღის განმავლობაში ამაზე აქტიურად საუბრობდნენ.

ტებასი მიიჩნევს, რომ მესი ლა ლიგისთვის დანაკარგი იქნებოდა, მაგრამ ვერცერთი გუნდი და ფეხბურთელი უშუალოდ ლიგაზე მაღლა ვერ დადგება.

„წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლა ლიგა, როგორც დაწესებულება, როგორც ბრენდი, ფეხბურთელებსა და გუნდებზე მაღლა დამგადრიყო. მესის შესაძლო წასვლა არ იყო შავი შეშფოთების საფუძველი, მაგრამ მცირედით კი. ნათელია, რომ გვინდა მესი ყოველთვის ჩვენს ლიგაში იყოს, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ჩვენთანაა და როგორც ლა ლიგის პრეზიდენტი, მოხარული ვიქნები თუ კარიერას აქ დაასრულებს.

ვინ იქნება ლა ლიგის შემდეგი ვარსკვლავი? ძნელი სათქმელია მხოლოდ ერთი ფეხბურთელის სახელი, მაგრამ ანსუ ფატის ვიტყვი. ის არის მოთამაშე, რომელიც კანტერადან მოდის, მან უნდა გააგრძელოს ეს ხაზი ეროვნულ ნაკრებსა და „ბარსელონაში“, მან შანსი გამოიყენა და შესანიშნავად თამაშობს“, - თქვა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ დარჩენა მინიმუმ კონტრაქტის ბოლომდე ოფიციალურად გადაწყვიტა.

0.110025