ფეხბურთი

15:24 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

2020 წელს მეორედ: ნიკოლო ძანიოლომ ისევ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა...

„რომასა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, მიმდინარე წელს უკვე მეორედ.

21 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩში მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მას მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაწყვეტილი აქვს.

„ბევრ ადამიანს აინტერესებდა, როგორ ვარ. დღეს დილით ჩამიტარდა გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა. ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის, განურჩევლად „რომას“ ტიფოზია თუ არა. მალე დავბრუნდები“, - დაწერა ინსტაგრამში ნიკოლომ.

ძანიოლოს ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ და მოედანზე მინიმუმ 6 თვე ვერ გავა. აღსანიშნავია, რომ მან იგივე ხარისხის დაზიანება 12 იანვარს, „რომა“ – „იუვენტუსის“ მატჩში მიიღო და მაშინ 7 თვე უქმობა მოუწია. ახლაც იგივე დაზიანება, თუ ძველ გამოცდილებებს გადავხედავთ, ფეხბურთელებს ამ ტრავმის შემდეგ, მითუფრო რეციდივის შემთხვევაში, მაღალ დონეზე დაბრუნება ძალიან უჭირთ. არადა, ნიკოლო ძანიოლო იტალიაში მთავარ ტალანტად მიიჩნევა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112476