ფეხბურთი

10:49 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ჩრდ. მაკედონიას დანიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის მეორე ტურის მატჩს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი პეტერ კიაესგაარდი იქნება, ხოლო მას ვიკტორ სკიტე და იაჯობ მასტრუპი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას მიქაელ ტიკგაარდი შეასრულებს.

კიაესგაარდს აქამდე არასდროს უმსაჯია ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება (ყოფილა მეოთხე მსაჯი, მაგრამ მთავარი - არა). ქართულ ფეხბურთთან კი შეხება ერთხელ ჰქონდა, როდესაც 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი იმსაჯა ტირასპოლის „შერიფთან“ და იმერული გუნდი 0:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას 3-3 ქულა აქვთ. ისინი ერთმანეთს 8 სექტემბერს, თბილისში დაუპირისპირდებიან და თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117374