ფეხბურთი

23:59 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატიმ ორი რეკორდი დაამყარა

კატალონიის „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ანსუ ფატიმ მორიგი რეკორდები დაამაყარა. ის გახდა ერთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც გოლი გაიტანა.

ფატიმ ეს რეკორდები უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ დაამყარა, რომელსაც გოლი ცოტა ხნის წინ გაუტანა. ნიჭიერი ფეხბურთელმა ხსენებული მიღწევები 17 წლისა და 311 დღის ასაკში ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, ანსუ ფატი დიდ ფეხბურთში გასული სეზონის დასაწყისში გამოჩნდა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

0.113496