ფეხბურთი

21:08 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ მაკედონიას ორი ფეხბურთელი გამოაკლდა, თბილისში ჩამომსვლელთა სია ცნობილია

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოსთან მატჩის მზადების დასკვნით პროცესშია. იგორ ანგელოვსკის გუნდმა დღეს თბილისში გამომგზავრებამდე სკოპიეში ბოლო ვარჯიში გამართა.

მაკედონიელთა ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ გუნდი საქართველოს დედაქალაქს 20 ფეხბურთელით ეწვევა, ხოლო ორი მოთამაშე გამოაკლდა. ლარნაკას აეკ-ის თავდამსხმელი ივან ტრიჩკოვსკი და უნგრული „უიპეშტის“ მცველი კირე რისტევსკი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან, ისინი თბილისში საერთოდ არ ჩამოვლენ.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: დეიან ილიევი, მარტინ ბოგატინოვი, დამიან შიშკოვსკი

მცველები: გოკო ზაიკოვი, კრისტიან ტოშევსკი, სტეფან რისტოვსკი, ეგზონ ბეიტულაი, ვისარ მუსლიუ, დარკო ველკოვსკი

ნახევარმცველები: ეზჯან ალიოსკი, სტეფან სპიროვსკი, არიან ადემი, ელიფ ელმასი, ენეს ბარდი, ბობან ნიკოლოვი

თავდამსხმელები: კსრტე ველოვსკი, ალექსანდრ ტრაიკოვსკი, გორან პანდევი, ილია ნესტოროვსკი, ვლატკო სტოიანოვსკი

შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველომ ესტონეთი ნიკა კაჭარავას გოლით დაამარცხა, ხოლო ჩრდ. მაკედონიამ სკოპიეში სომხეთს 2:1 მოუგო. ამ გუნდების მატჩი თბილისში 8 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

ვთქვათ ისიც, რომ თუ საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ოქტომბერში ერთა ლიგის ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში თავიანთ მატჩებს მოიგებენ, მიმდინარე წლის ნოემბერში, ისინი უკვე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის თბილისში კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115726